ნიკა გაგნიძე „დილაში“ დაბრუნდა #1TVSPORT
ნიკა გაგნიძე „დილაში“ დაბრუნდა #1TVSPORT

ნიკა გაგნიძემ თურქეთი დატოვა და გორის „დილაში“ დაბრუნდა, – ინფორმაციას გერმანული ინტერნეტ-სააგნეტოტრანსფერმარკეტი“ ავრცელებს.

ნიკა გაგნიძე 2022 წლის ივლისში „უმრანიესფორში“ გადავიდა. თურქეთის სუპერლიგაში ეს გუნდი გასული სეზონის შედეგების მიხედვით აღზევდა. 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი კლუბმა აიყვანა იჯარით, თუმცა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს, გორის საფეხბურთო სკოლის აღზრდილს, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად, „დილას“ კაპიტანი იყო, თურქეთში თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა.

უმრანიესფორის“ მთავარმა მწვრთნელმა, რეჯებ უჩარიმ გაგნიძე მხოლოდ 2-ჯერ ათამაშა, ორივეჯერ შეცვლაზე და, ჯამში, 46 წუთით. ევრო 2023-ის დაწყებამდე ნახევარი წლით ადრე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველს ასეთი რამ არ აწყობდა და საქართველოში დაბრუნდა.