ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასზე“ იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასზე“ იმსაჯებს

ქართველი არბიტრი ნიკოლოზ ამაშუკელი ახალი სარაგბო ტურნირის – „შემოდგომის ერთა თასის“ („რვა ერი“) ორ მატჩზე იმსაჯებს. შოტლანდია – საფრანგეთის და შოტლანდია – ფიჯის დაპირისპირებებისას კიდის მსაჯის მოვალეობას სწორედ ამაშუკელი იკისრებს. მატჩები 22 და 28 ნოემბერს, „მარიფილდზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უკვე ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობაც, რომლებიც აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე იმუშავებენ. ინგლისი – საქართველოს დაპირისპირებას ნაიჯელ ოუნესი განსჯის, რომელიც „შემოდგომის ერთა თასზე“ პირველი არბიტრი გახდება, ვინც ას საერთაშორისო მატჩზე იმსაჯა. უელსი – საქართველოზე ინგლისელი ლუქ პირსი იმუშავებს, ხოლო „ბორჯღალოსნების“ ირლანდიასთან შეხვედრას ფრანგი მატიო რეინალი გაუძღვება.