ნიკ ვოლდემატე გერმანიის ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
„ნიუკასლის“ თავდამსხმელი ნიკ ვოლდემატე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება, ფეხბურთელი თავს შეუძლოდ გრძნობს.
23 წლის ვოლდემატე გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გუნდის დასაყრდნეად მიიჩნევა. ფეხბურთელი გასულ ზაფხულს „ნიუკასლს“ 95 მილიონ ევროდ შეუერთდა.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გერმანელმა თავდამსხმელმა 4 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2025 წელს შედგა, თუმცა ჯერ გოლი გატანილი არ აქვს.
გერმანია 10 ოქტომბერს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, ხოლო 13 ოქტომბერს – ჩრდილოეთ ირლანდიას.