ნიკ ბერესფორდი - მოუთმენლად ველოდები მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ნიკ ბერესფორდი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
„მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. განვიხილეთ უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები. მოუთმენლად ველოდები მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას“, – წერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი.