ნიღბიანმა მომიტინგეებმა ჟენევაში, G7-ის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს, საბუღალტრო ფირმის შესასვლელი დაარბიეს (ვიდეო)

11:50, 15.06.2026
[MEDIA PLACEHOLDER, WILL AUTOMATICALLY BE REPLACED BY PLAYER]

„დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის წინ, რომელიც ჟენევის ტბის სამხრეთ ნაპირზე მდებარე ფრანგულ ქალაქ ევიან-ლე-ბენში იმართება, ჟენევაში მომიტინგეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

აქციაზე შეკრებილმა „დიდი შვიდეულის“ მოწინააღმდეგეებმა, პროპალესტინელმა აქტივისტებმა, ფემინისტურმა ჯგუფებმა, კუბისადმი სოლიდარობის კამპანიის მონაწილეებმა და არაერთი სხვა ორგანიზაციამ ტბის სანაპიროზე ერთობლივი მსვლელობა მოაწყვეს.

მაღაზიებისა და კომერციული ობიექტების მფლობელებმა ჟენევაში ვიტრინები აჭედეს იმის შიშით, რომ შესაძლოა 2003 წელს, G8-ის სამიტის დროს ქალაქში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებები განმეორებულიყო.

ხუთშაბათს ნაშუადღევიდან მოყოლებული, საფრანგეთსა და ჟენევის კანტონს შორის არსებული 35 სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 25 დაიკეტა, ხოლო საზღვრის ორივე მხარეს ათასობით პოლიციელი, ჟანდარმი და ჯარისკაცია მობილიზებული.

გავრცელებულ კადრებში ჩანს ნიღბიანი მომიტინგეების ჯგუფი, რომელიც ჟენევაში საბუღალტრო ფირმა PWC-ის შესასვლელს აზიანებს. რამდენიმე კადრში ასევე ჩანს, როგორ იყენებენ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს.

სტატიის ავტორია George Powell – ESN, ვიდეოს და ფოტოს ავტორია: Anonymous
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 14 ივნისი 2026, 18:33 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი