ნიგერში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას ჭყლეტას 20 ადამიანი ემსხვერპლა

20:40, 17.02.2020

ნიგერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ ჭყლეტას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილები ძირითადად ბავშვები და ქალები არიან. დაშავებულია 12 პირი.

ჰუმანიტარული დახმარება ნიგერიის საზღვართან მდებარე ქალაქ დიფაში ხდებოდა. ნიგერიელ ლტოლვილებს ბრინჯს, ზეთს, ტანსაცმელსა და 10 დოლარის ოდენობის დახმარებას ურიგებდნენ.

ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ადგილზე იმდენი ადმიანი შეიკრიბა, რომ აქციის ორგანიზატორები სიტუაციას ვერ გაუმკლავდნენ, რასაც ჭყლეტა და მსხვერპლი მოჰყვა.

მსგავსი