ნიგერიაში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

16:22, 17.06.2019

ნიგერიის შტატ ბორნოში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 40-ს აღემატება.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა ხელისუფლება მომხდარის უკან დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ მოიაზრებს.

 

მსგავსი