ნიჟნი ნოვგოროდში ავტობუსის გაჩერებაზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ნიჟნი ნოვგოროდში ავტობუსის გაჩერებაზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ნიჟნი ნოვგოროდის მახლობლად, ბოლშეორლოვსკის დასახლებაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

რუსული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის გაჩერებასთან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია.

ამასთან, ეჭვმიტანილი 18 წლის ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელმაც თავდასხმამდე საკუთარი ბებია მოკლა.