ნიდერლანდური კლუბი 400-ბინიან სტადიონს აშენებს
ნიდერლანდური კლუბი 400-ბინიან სტადიონს აშენებს

ნიდერლანდების მეორე დივიზიონის კლუბმა „ექსელსიორმა“ ახალი სტადიონის პროექტი წარმოადგინა.

როტერდამულმა კლუბმა უკვე გაგზავნა პროექტი განსახილველად ქალაქის საბჭოში და მიიღო პირველადი თანხმობა. არენის ტევადობა 6.5 ათასი იქნება, მაგრამ მთავარი არქიტექტურული სიახლე უნდა გახდეს კოშკები სტადიონის ოთხივე კუთხეში – იქ 400 ბინა აშენდება და მათ ჩვეულებრივ საცხოვრებლებად გაყიდიან.

„ექსელსიორი“ მეშვიდე ადგილზეა მეორე დივიზიონში. კლუბის დღევანდელი არენის ტევადობა 4400 მაყურებელია.