ნიდერლანდელი ქალი ფეხბურთელები მინიმალურ ხელფასს ითხოვენ #1TVSPORT

21:43, 24.03.2024

ნიდერლანდელმა ქალმა ფეხბურთელებმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას, კლუბებსა და სპონსორებს ხელფასების გაზრდისკენ მოუწოდეს.

ნიდერლანდებში თითქმის ყველა ფეხბურთელი ქალი არა სრულფასოვან ხელფასს, არამედ მხოლოდ შემწეობას იღებს. ლიგის 12 პროფესიული კლუბიდან მხოლოდ ერთი უხდის თავის ყველა ფეხბურთელს სრულფასოვან ხელფასს. კლუბებთან ქალი მოთამაშეების კონტრაქტები კვირაში 16 საათის სამუშაოზეა გათვლილი.

„ჩვენ გვინდა, რომ შესაძლებლობა გვქონდეს, ფეხბურთით ვირჩინოთ თავი, შეგვეძლოს თამაშის ხარჯზე ცხოვრება. ჩვენ არ ვითხოვთ მილიონებს, მხოლოდ მინიმალური ხელფასი გვინდა. გვინდა, პროფესიონალები ვიყოთ“, – წერია ფეხბურთელების განცხადებაში.

„აუცილებლად მიგვაჩნია, თვითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდეს 40-საათიანი სამუშაო კონტრაქტი და ვიღებდეთ მინიმალურ ხელფასს. ხანდახან ჩვენ გვიწევს კვირაში ექვსი დღე მინდორზე ყოფნა და, გარდა ამისა, სხვა სამუშაოს შესრულება“, – განაცხადა კლუბ „ტელსტარის“ კაპიტანმა, კელი სტინმა.

მსგავსი