ნიდერლანდებში თვლიან, რომ ქვეყანა მალე ევროკავშირის ფინანსური ცენტრი გახდება
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ნიდერლანდები ევროკავშირის ფინანსური ცენტრი გახდება, – ეს განცხადება ქვეყნის ფინანსური ბაზრის სააგენტოში გაკეთდა.
„ ევროპის ფინანსურ ბაზრებზე კაპიტალის შერევა შეინიშნება“,- განაცხადეს სააგენტოში. მათი განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბანკებმა ლონდონიდან ფრანკფურტში, პარიზსა და ნიდერლანდებში დაიწყეს გადასვლა.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ორგანიზაციას და ლონდონს შორის „ბრექსიტთან“ დაკავშირებით, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.