ნიდერლანდებში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს
ნიდერლანდებში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

ნიდერლანდებში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ნიდერლანდების პოლიციამ, ქვეყნის სამხრეთით ყველაზე დიდი და პროფესიონალურად მოწყობილი ფარული ლაბორატორია აღმოაჩინა, სადაც სინთეტიკურ ნარკოტიკს მეტამფეტამინს ამზადებდნენ. პოლიციის თქმით, ლაბორატორიის აღმოჩენაში დაშიფრული ჩატის გაშიფვრა დაეხმარათ.

ლაბორატორია ლიმბურგის პროვინციაში, დაბა ნედერვერტის მახლობლად იყო მოწყობილი საწყობის შენობაში. პოლიციის მტკიცებით, ლაბორატორიაში 100 კილოგრამამდე მეტამფეტამინის დამზადება იყო შესაძლებელი, ხოლო ასეთი რაოდენობის ნარკოტის გაყიდვიდან შემოსავალი 1 მილიონ ევროს გადააჭარბებდა.

დაკავებულია 62 წლის პოლონეთის მოქალაქე. პოლიციის განცხადებით, უახლოეს ამომავალში სხვა პირებიც იქნებიან დაკავებულნი, ხოლო ლაბორატორიის დემონტაჟი უახლოეს დღეებში განხორციელდება.