ნიდერლანდებში პოლიციამ მიაგნო ოჯახს, რომელიც ცხრა წელი სარდაფში ცხოვრობდა
ნიდერლანდებში პოლიციამ მიაგნო ოჯახს, რომელიც ცხრა წელი სარდაფში ცხოვრობდა

ნიდერლანდების პოლიციამ წლების განმავლობაში სარდაფში მცხოვრებ ოჯახს მიაგნო.

„ბიბისის“ ცნობით, სამართალდამცავებმა დრენთეს პროვინციაში მდებარე ფერმაში აღმოაჩინეს ოჯახი, რომელიც ცხრა წელი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო.

როგორც პოლიცია აცხადებს, სარდაფში იმყოფებოდნენ 58 წლის მამაკაცი და 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც იქ ცხრა წელი იმალებოდნენ და „სამყაროს დასასრულს ელოდებოდნენ“.

პოლიციამ იზოლაციაში მცხოვრებ ოჯახს მას შემდეგ მიაგნო, რაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ბარში ლუდი შეუკვეთა და შველა ითხოვა.

პოლიციამ უკვე დააკავა 58 წლის მამაკაცი, რომელიც ფერმაში შვილებს მათი ნების საწინააღდმეგოდ ამყოფებდა.

საქმის დეტალები ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. პოლიცია ასევე ეძებს ბავშვების დედას. ერთ-ერთი ვერსიით, ის სარდაფში გარდაიცვალა.