ნიდერლანდებში, ორი ქალაქის საფოსტო განყოფილებებში აფეთქება მოხდა
ნიდერლანდების ორი ქალაქის საფოსტო განყოფილებებში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, აფეთქებები ამსტერდამსა და კერკრადეში მოხდა.
პოლიცია სავარაუდო მიზეზად ასახელებს ამანათს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.
ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა. შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე გამნაღმველები და გამომძიებლები მუშაობენ.