ნიდერლანდებში ნაწილობრივი ლოკდაუნის გამოცხადების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა
ნიდერლანდებში ნაწილობრივი ლოკდაუნის გამოცხადების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა

ნიდერლანდებში ნაწილობრივი ლოკდაუნის გამოცხადების გამო, საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დემონსტრანტებმა საპროტესტო მსვლელობა ქალაქ ჰააგაში გამართეს. ადგილობრივმა პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციის ინფორმაციით, დემონსრტანტების ნაწილმა მათი მიმართულებით ქვები და მანათობელი ყუმბარები ისროლა.

ქვეყანაში გართულებული ეპიდვითერების გამო, ნიდერლანდების პრემიერმა გასულ დღეს ნაწილობრივი ლოკდაუნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში სამი კვირის განმავლობაში სუპერმარკეტები, კაფეები და რესტორნები 20:00 საათამდე იმუშავებენ. პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ხოლო სამორინეები, საუნები და სალონები 18:00 საათამდე იმუშავებენ.

გარდა ამისა, აკრძალული იქნება სახლში 13 წელს ზემოთ ასაკის ოთხ სტუმარზე მეტის მიღება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში სამსახურების უმეტესობას მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწევს.