ნიდერლანდებში მაროკოელი ქალი შვილზე ძალადობაში დაადანაშაულეს
ნიდერლანდებში მაროკოელი ქალი შვილზე ძალადობაში დაადანაშაულეს

ნიდერლანდებში მაროკოელი ქალი შვილზე ძალადობაში დაადანაშაულეს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დედამ ცხრა წლის შვილს ხელები ცხელ ღუმელში ჩაადებინა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამ გზით შვილის სხეულიდან „ეშმაკს განდევნიდა“. 39 წლის ქალს ეგზორციზმში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა შვილის სხეულიდან „ბოროტი სულის განდევნის“ მიზნით რამდენიმე ხერხს მიმართა. მათ შორის ბავშვს ყურებში დიდი რაოდენობით ბამბა ჩაუდო, რის გამოც ცხრა წლის ბავშვმა სმენა ნაწილობრივ დაკარგა.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ დედას ძალადობაში ვერ დაადანაშაულებენ, რადგან მისი ქმედებები ბავშვზე ზრუნვით იყო განპირობებული.

ჰოლანდიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მუსლიმების 60-დან 80%-მდე ფსიქოლოგიურ პრობლემებს დემონებს აბრალებს.