ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციები გაიმართა ჰააგაში, ამსტერდამსა და ბრედაში.

ჰააგაში საპროტესტო აქციების დროს დაპირისპირების შედეგად ხუთი პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა კი შვიდი ადამიანი დააკავეს.

კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა ველოსიპედები და მოპედები დაწვეს, პოლიციას კი ქვებს და ე.წ ფოიერვერკებს ესროდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ნიდერლანდებში ორი საფეხბურთო მატჩი მცირე ხნით შეჩერდა მას შემდეგ, რაც გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლა აეკრძალათ.

უკვე მეორე დღეა, რაც ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის შეზღუდვების წინააღმდეგ აქციები იმართება. 20 ნოემბერს ქალაქ როტერდამში საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

დატოვე კომენტარი