ნიდერლანდებში გასული კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 471 შემთხვევა გამოვლინდა
ნიდერლანდებში გასული კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შვიდ დღეში 13 471 ახალი შემთხვევა. წინა კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის 8 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ის 100 491 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 6 327 ადამიანი.