ნიდერლანდებში გარდაიცვალა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც გასულ კვირას დაჭრეს
ნიდერლანდებში გარდაიცვალა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც გასულ კვირას დაჭრეს

ნიდერლანდებში გარდაიცვალა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც გასულ კვირას დაჭრეს. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ და „როიტერი“ გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახზე და ჰოლანდიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

64 წლის პიტერ დე ვრისი 6 ივლისს ამსტერდამში, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იყო გადაყვანილი. თავდასხმიდან მალევე პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა.

დე ვრისი სახელს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება. იგი ცნობილი 1983 წელს ლუდის მაგნატის, ფრედი ჰეინეკენის გატაცების საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გახდა ცნობილი. 2008 წელს კი, ჯილდო აიღო ნატალი ჰოლოუეის გაუჩინარების საქმეზე ჩატარებული გამოძიებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დე ვრისი ხშირად იღებდა მუქარის წერილებს.

დატოვე კომენტარი