ნიდერლანდებში ერითრეის ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება მოხდა
ნიდერლანდებში ერითრეის ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება მოხდა

ნიდერლანდებში ერითრეის ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ნიდერლანდების მედია წერს, არეულობის დროს ოთხი სამართალდამცველი დაშავდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჰააგაში, ერთ-ერთ საკონფერენციო ცენტრში ერითრეის ხელისუფლების მომხრეები შეიკრიბნენ. ამავე დროს დარბაზთან მივიდნენ ერითრეის მთავრობის მოწინააღმდეგეები, რომლებმაც რამდენიმე ავტობუსს და ავტომობილს წაუკიდეს ცეცხლი. მოგვიანებით ისინი დარბაზში შეკრებილებს ჯოხებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. დაშავებულია არეულობის რამდენიმე მონაწილე.

ჰააგის მერმა განაცხადა, რომ მომხდარი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, საქმეს პროკურატურა გამოიძიებს და დამნაშავეები დაისჯებიან.

ცნობისთვის, მანამდე ანალოგიური ინციდენტები მოხდა შვედეთსა და გერმანიაშიც.