ნიდერლანდებში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი
ნიდერლანდებში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი

ნიდერლანდებში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც წლის ბოლოს ტერაქტის მოწყობის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მამაკაცები ქალაქებში, ზუტერმერსა და ჰააგაში დააკავეს. ორივე მათგანი ზუტერმერის მცხოვრებია, ერთი ნიდერლანდბის, ხოლო მეორე ირანის მოქალაქეა.

პროკურატურის ინფორმაციით, ისინი მიმდინარე წლის ბოლოს ე.წ. შაჰიდის ქამრებისა და დანაღმული ავტომობილების გამოყენებით ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა იყო დაგეგმილი თავდასხმის სამიზნე. პოლიციამ მათ წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ ოქტომბერში, სადაზვერვო სამსახური მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

დაკავებულების სახლებში ჩხრეკისას სამართალდამცველებს ასაფეთქებელი მოწყობილობები ან ცეცხლსასროლი იარაღი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ერთ-ერთი მამაკაცის ბინაში მოწყობილ საიდუმლო ოთახში ნაპოვნია ცივი იარაღი და მობილური სიმბარათები. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების შესწავლით იყვნენ დაკავებული.