ნიდერლანდებმა სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრები კვლავ ჩაკეტა
ნიდერლანდებმა სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრები კვლავ ჩაკეტა

ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრები კვლავ ჩაიკეტა. ამის მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებაა.

ნიდერლანდებმა სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის საზღვარი 1 ივლისს გახსნა.

სერბეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში 2 942 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება მონტენეგროს, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 907 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 17 ადამიანი.