ნიდერლანდებმა რუსეთს შავ ზღვაში მცურავ ჰოლანდიურ ხომალდზე თავდასხმის იმიტაციაში დასდო ბრალი
ნიდერლანდებმა რუსეთს შავ ზღვაში მცურავ ჰოლანდიურ ხომალდზე თავდასხმის იმიტაციაში დასდო ბრალი

ნიდერლანდებმა რუსეთს შავ ზღვაში მცურავ ჰოლანდიურ ხომალდზე თავდასხმის იმიტაციაში დასდო ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ინციდენტი 24 ივნისს ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. როგორც ნიდერლანდების სამხედრო უწყებაში ამბობენ, შეიარაღებული რუსული ბომბდამშენები, დაშვებულ მანძილზე დაბლა დაფრინავდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდ მიუახლოვდნენ ჰოლანდიურ ფრეგატევრტსენს“.

ინციდენტი რამდენიმე საათს გაგრძელდა და ხომალდზე ელექტრონული აღჭურვილობის დაზიანება გამოიწვია.

ნიდერლანდების მტკიცებით, ბომბდამშენები აღჭურვილი იყო „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებით.

ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის დროს ნიდერლანდების გემი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა. მათივე თქმით, რუსეთმა ამ ქმედებით ნაოსნობის თავისუფლების პრინციპი.