ნიდერლანდებისა და ესპანეთის დაპირისპირება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო | რაგბი ევროპის ჩემპიონატი #1TVSPORT
ნიდერლანდებისა და ესპანეთის დაპირისპირება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო | რაგბი ევროპის ჩემპიონატი #1TVSPORT

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ შეხვედრა, რომელიც ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის უნდა გამართულიყო განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას „რაგბი ევროპის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მატჩის გადადების მიზეზი ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობასა და დელეგაციაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებია. ესპანეთის რაგბის კავშირი ადგილობრივი მთავრობის რჩევებს ელის და შესაბამისად, გადაწყდა, რომ ამსტერდამში, 17 ივლისს ჩანიშნული შეხვედრა აღარ გაიმართება და სხვა დროს ჩატარდება.

„რაგბი ევროპა“ აცხადებს, რომ მონაწილე კავშირებთან ერთად დააკვირდება სიტუაციას, პატივს სცემს ნიდერლანდების მთავრობისა და ჯანდაცვის ექსპერტების პოზიციებს და დაემორჩილება ყველა ინსტრუქციას, რომელსაც მიიღებს.

ევროპული რაგბის მმართველ ორგანიზაციას ჯერჯერობით არ დაუსახელებია მატჩის ჩატარების ახალი თარიღი.