ნიდერლანდების სასამართლომ ღამის საათებში დაწესებული კომენდანტის საათის გაუქმების დადგენილება მიიღო
ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების გამო ღამის საათებში დაწესებული კომენდანტის საათის გაუქმების დადგენილება მიიღო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ ზომას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რადგან მთავრობამ მკაფიოდ არ განმარტა, რატომ იყო აუცილებელი პანდემიის ამ ეტაპზე აღშნული საგანგებო ზომის გამოყენება.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მთავრობამ მიმართა სასამართლოს, აპელაციის განხილვამდე შეაჩეროს გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.
გასულ კვირაში ნიდერლანდების ხელისუფლებამ 21:00-დან 04:30 საათამდე დაწესებული კომენდანტის საათი 3 მარტამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვების მოწინააღმდეგეები კომენდანტის საათს პირადი თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.