ნიდერლანდების სამთავრობო კოალიცია უმცირესობაში მყოფმა პარტიებმა დააკომპლექტეს
ნიდერლანდების სამთავრობო კოალიცია უმცირესობაში მყოფმა პარტიებმა დააკომპლექტეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულ პროევროპულ, ცენტრისტულ D66-ს შეუერთდებიან მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატები“ და „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“.
როგორც მედია წერს, D66-ის ლიდერი რობ იეტენი კი, სავარაუდოდ, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
მედიის ცნობით, ახალ კოალიციას მანდატები არ ჰყოფნის სენატშიც.