ნიდერლანდების საგარეო უწყება – ვუგზავნით გულითად სამძიმარს მათ, ვინც დაზარალდა შოვში მეწყერის შედეგად, იმედს ვიტოვებთ, დაკარგული ადამიანების უვნებლად პოვნა მოხერხდება
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს.
„ვუგზავნით გულითად სამძიმარს მათ, ვინც დაზარალდა შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად. იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება“, – ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
Sending heartfelt condolences to those affected by the devastating Shovi landslide in #Georgia. We hold out hope for the safe recovery of missing individuals during ongoing search and rescue efforts. @MFAgovge #ShoviLandslide
— Dutch Ministry of Foreign Affairs 🇳🇱 (@DutchMFA) August 5, 2023