ნიდერლანდების საგარეო უწყება – მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებსა და სამართალდამცველ ორგანოებს, დაიცვან ისინი, ვინც იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში ნიდერლანდების დიპლომატიური უწყება მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცველებს, დაიცვან ისინი, ვინც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას იყენებს. სამინისტრო მიუღებელს უწოდებს ჟურნალისტებისა და ლგბტი ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობას.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თან ახლავს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ერთობლივი განცხადება.
„ძალადობა და მუქარები ჟურნალისტებისა და ლგბტი ჯგუფების, მათ შორის პრაიდის წინააღმდეგ, მიუღებელია. ნიდერლანდები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებსა და სამართალდამცველ ორგანოებს, დაიცვან ისინი, ვინც იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას“, – ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Violence and threats against #journalists and #LGBTI, including Pride, are unacceptable. The Netherlands calls on Georgia’s leaders and law enforcement to protect those who exercise their Constitutional rights to freedom of assembly and expression. https://t.co/kvCUBtpdg1
— Dutch Ministry of Foreign Affairs 🇳🇱 (@DutchMFA) July 5, 2021