ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა თანაპარტიელებმა მთავრობაში თანამდებობები დატოვეს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა თანაპარტიელებმა მთავრობაში თანამდებობები დატოვეს.
პარტია „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმების“ წევრებმა გადაწყვიტეს, დატოვონ თანამდებობები. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
კერძოდ, თანამდებობებს ტოვებენ ნიდერლანდების ვიცე-პრემიერი ედი ვან ჰეუმი, შინაგან საქმეთა მინისტრი იუდიტ აუტერმარკი, განათლების მინისტრი ეპო ბრაინსი, ჯანდაცვის მინისტრი დანიელ იანსენი, ასევე ოთხი სახელმწიფო მდივანი.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ნიდერლანდების მთავრობის შიგნით, ისრაელის წინააღმდეგ დამატებითი ზომების შემოღების საკითხზე კონსენსუსის არარსებობა.
გადადგომის შესახებ თავად ველდკამპმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერ ხედავს შესაძლებლობას, დანერგოს დამატებითი ზომები ისრაელის წინააღმდეგ და დამოუკიდებლად განსაზღვროს პოლიტიკური კურსი კაბინეტის ფარგლებში.
მანამდე ნიდერლანდების მთავრობა რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდა სანქციების დაწესების შესაძლებლობას ისრაელის წინააღმდეგ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწია.