ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – მინდა, მივუსამძიმრო ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში

11:37, 21.03.2026
Den Haag, 19-02-2026
Tom Berendsen
, minister van Buitenlandse Zaken Foto Martijn Beekman en Valerie Kuypers

Den Haag, 19-02-2026 Tom Berendsen , minister van Buitenlandse Zaken Foto Martijn Beekman en Valerie Kuypers

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ტომ ბერენდსენი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. სამძიმარს საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აქვეყნებს.

„ნიდერლანდების სამეფოს სახელით, მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მგლოვიარე ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიის ტურბულენტურ პერიოდებში. ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდა მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო.

ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია ბერენდსენის სამძიმარში.

მსგავსი