ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნიდერლანდები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნას დააყენებს

19:12, 05.12.2024
Den Haag, juni 2024
Caspar Veldkamp, minister van Buitenlandse Zaken

Den Haag, juni 2024 Caspar Veldkamp, minister van Buitenlandse Zaken

ნიდერლანდები ევროკავშირისგან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასპარ ველდკამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიდერლანდები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნას ოფიციალურად დააყენებს, რათა საქართველოს მთავრობამ გაიგოს, რომ „გზას, რომელსაც ის დაადგა, თავისი ფასი აქვს“.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ასევე მიმართავს ეუთო-ს, რათა „საქართველოს მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს“.

მსგავსი