ნიდერლანდების ქალაქ ედეში, ერთ-ერთ კაფეში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
ნიდერლანდების ქალაქ ედეში, ერთ-ერთ კაფეში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ნიდერლანდების ქალაქ ედეში, ერთ-ერთ კაფეში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ახლომდებარე სახლებიდან და დაწესებულებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც ნიდერლანდების პოლიცია აღნიშნავს, არაფერი მიანიშნებს, რომ მძევლების აყვანა ტერორიზმს უკავშირდება. დამნაშავის მოტივი ჯერ უცნობია.

ადგილობრივი მედიით, მამაკაცს, ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობაც აქვს.

კაფე ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მძევლების რაოდენობა უცნობია.