ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში სროლას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა
ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში სროლას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში სროლას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. ამის შესახებ განცხადება სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის არანაირი კავშირი არ იკვეთება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ სამი პირი, რომელთაც სავარაუდოდ, თავდასხმასთან კავშირი აქვთ.

უტრეხტში 18 მარტს ტრამვაიში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, რომელიც წარმოშობით თურქი გეკმენ ტანისია.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის კუთვნილი მანქანის სალონში აღმოჩენილია წერილი, რომელიც მიუთითებს, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.