უტრეხტის პოლიცია სროლაში ეჭვმიტანილს ეძებს. სამართალდამცველებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში კამერის მიერ გადაღებული ფოტო გაავრცელეს.
პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძებნილი პირი თურქეთში დაბადებული 37 წლის გოქმან თანისია.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ტერორიზმს უკავშირდება. ამასთან, სამართალდამცველები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში უცნობმა პირმა ცეცხლი ადგილობრივი დროით, 10:45 საათზე გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, რამდენიმე კი, დაჭრილია.