ნიდერლანდების პოლიციამ ბრიტანეთისკენ მიმავალ სატვირთო ბორანზე 25 მიგრანტი აღმოაჩინა
ნიდერლანდების პოლიციამ ბრიტანეთისკენ მიმავალ სატვირთო ბორანზე 25 მიგრანტი აღმოაჩინა

ნიდერლანდების პოლიციამ დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალ სატვირთო ბორანზე 25 მიგრანტი აღმოაჩინა. ხომალდი ნიდერლანდების პორტში დააბრუნეს.

პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი მიგრანტი საავადმყოფოში, 23 კი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

გამოძიების ცნობით, მიგრანტები მაცივარ-კონტეინერში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, ლონდონის სიახლოვეს გაჩერებულ სატვირთო ავტომობილში პოლიციამ 39 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა. მომხდართან დაკავშირებით, გაერთიანებულ სამეფოში ბრალი ორ ადამიანს წაუყენეს, რვას კი ვიეტნამში.