ნიდერლანდების ნაკრებმა ევრო 2024-ის წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ტენ კოპმეინერსი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
როგორც „ნარინჯისფერთა“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, „ატალანტას“ 26 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ისლანდიასთან (4:0) ამხანაგური მატჩის წინ, მოთელვისას მიიღო.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების ნაკრებში ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი. უკვე გაირკვა, რომ დე იონგს რონალდ კუმანის გუნდში „დორტმუნდის“ განაპირა მცველი იან მაატსენი შეცვლის.
ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ შეხვედრას 16 ივნისს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.