ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც პარლამენტში დებატებისას შეუძლოდ გახდა, თანამდებობიდან გადადგა
ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც პარლამენტში დებატებისას შეუძლოდ გახდა, თანამდებობიდან გადადგა

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ბრუნო ბრუინსი, რომელიც ხუთშაბათს, 18 მარტს პარლამენტში დებატების დროს შეუძლოდ გახდა, თანამდებობიდან გადადგა. ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი პრესსამსახურს არ დაუკონკრეტებია.

უკვე ყოფილი მინისტრი გუშინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ გონების დაკარგვის მიზეზი გადაღლა გახდა, რაც მისი თქმით, ბოლო პერიოდში სამუშაოს ინტენსიურობამ განაპირობა.