ნიდერლანდების ელჩის მოადგილე - „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და ყველა მონაწილე უნდა ამაყობდეს იმ სამი ღონისძიებით, რომელიც წარმატებით ჩატარდა ამ კვირაში
ნიდერლანდების ელჩის მოადგილე - „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და ყველა მონაწილე უნდა ამაყობდეს იმ სამი ღონისძიებით, რომელიც წარმატებით ჩატარდა ამ კვირაში

ნიდერლანდების სამეფოს ხელისუფლების სახელით ვგმობთ ძალადობას, რომელიც მოხდა 5 ივლისს ლგბტქ აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ, რადგან გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და წარმოადგენს ადმიანის ფუნდამენტურ უფლებას, რომელსაც პატივისცემით უნდა მოეპყრო და დაიცვა, – ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ, ლუს ლამერტისმა განაცხადა.

ელჩის თქმით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და ყველა მონაწილე უნდა ამაყობდეს იმ სამი ღონისძიებით, რომლებიც წარმატებით ჩატარდა გასულ კვირაში.

„ჩვენ მოხარულები ვართ ჩატარებული კვლევით, რომელიც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ჩაატარა ულტრანაციონალისტურ ჯგუფებზე, მათ საქმიანობაზე და ქცევაზე საქართველოში. ვფიქრობ, ეს დროულია, რათა გადაიჭრას ის საკითხები, რომლებზეც საუბრობენ კვლევის ავტორები. უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს საქმეები ლგბტქ აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც მოხდა 5 ივლისს, ზუსტად ერთი წლის წინ. მეორე საკითხი ეხება ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაა ხალხის მისაზიდად ამ ჯგუფების მანიფესტაციებში მონაწილეობისთვის. მესამე საკითხი არის სხვადასხვა მანიფესტაცია, რომელიც გასული წლის განმავლობაში ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების მონაწილეობით. ნიდერლანდების სამეფოს ხელისუფლების სახელით ვგმობთ ძალადობას, რომელიც მოხდა 5 ივლისს ლგბტქ აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ, რადგან გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და წარმოადგენს ადმიანის ფუნდამენტურ უფლებას, რომელსაც პატივისცემით უნდა მოეპყრო და დაიცვა. ჩვენ მივესალმებით, რაც მოხდა ამ კვირაში. ვფიქრობ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და ყველა მონაწილე უნდა ამაყობდეს იმ სამი ღონისძიებით, რომლებიც წარმატებით ჩატარდა, ძალიან კარგი სულისკვეთებით, ეს ხელს უწყობს ყველას პატივისცემით მოპყრობას, ადამიანის უფლებების დაცვა და ყველა ჯგუფის, მათ შორის ლგბტქ პირების ჩართულობას“, – განაცხადა ელჩმა.

ლუს ლამერტისის განცხადებით, გასული წლის 5 ივლისს მომხდარს შემდგომი ნაბიჯები და რეაქცია სჭირდება.

„ჩვენ ვთვლით, რომ ერთი წლის წინ მომხდარს სჭირდება რეაქცია, რადგან წლევანდელი წლის წარმატებული ღონისძიებით ლგბტქ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმები არ დასრულებულა. ჩვენ ველოდებით მომდევნო ნაბიჯებს. გამოძიებას, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ ძალადობის ჩამდენ პირებს, არამედ ორგანიზატორებს, რომლებიც მათ უკან დგანან, რადგან არსებობს დამტკიცებული ინფორმაცია, რომ შარშანდელ მოვლენების ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია. ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს. ჩვენ მადლიერებით ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსი და პოლიციის ამ კვირაში, რადგან მათ შეძლეს უზრუნველეყოთ და შეეთავაზებინათ უსაფრთხოება „თბილისი პრაიდის“ სამი ღონისძიების ჩასატარებლად, ეს იმედისმომცემია. ასევე, მადლიერნი ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსი იმ ორი განცხადებისთვის, რომელშიც მათ გამოხატეს მხარდაჭერა გამოხატვის თავისუფლებისადმი ყველასთვის. მათ შორის ლგბტქ აქტივისტებისთვის და დაგმეს ძალადობა. ეს ორი განცხადება არის წინგადადგმული ნაბიჯები. მნიშვნელოვნია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ დაგმოს საჯაროდ ძალადობა და ჰქონდეთ რეაგირება შარშან მომხდარ მოვლენებზე, არ დაავიწყდეთ ეს, რადგან ეს საქმე არ დასრულებულა“, – განაცხადა ელჩმა.