ნიდერლანდების ელჩი - მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გადამწყვეტია, ყველა უნდა იყოს უსაფრთხოდ, იყოს დაცული და ისარგებლოს ფუნდამენტური უფლებებით
ნიდერლანდების ელჩი - მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გადამწყვეტია, ყველა უნდა იყოს უსაფრთხოდ, იყოს დაცული და ისარგებლოს ფუნდამენტური უფლებებით

მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გადამწყვეტია, ყველა უნდა იყოს უსაფრთხოდ, იყოს დაცული და ისარგებლოს ფუნდამენტური უფლებებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მარია ქრისტინა ვან კოლდამმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე განუცხადა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას თანასწორი უფლებები ჰქონდეს. ეს არის ნიდერლანდების პრიორიტეტი მთელ მსოფლიოში და ასევე, საქართველოში. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს „თბილისი პრაიდს“, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს, რადგან ყველა უნდა იყოს უსაფრთხოდ, იყოს დაცული და ისარგებლოს ფუნდამენტური უფლებებით. ისე, როგორც ეს გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა ქრისტინა ვან კოლდამმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მსგავსი ღონისძიებები კარგად იყოს დაცული.

„როგორც ეს ევროკავშირის რეკომენდაციებშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გადამწყვეტია. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ მსგავსი ღონისძიებები იყოს კარგად დაცული, ისევე, როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც ამ კვირაში არის დაგეგმილი. ამ დრომდე მე ვხედავ კარგ დაცვას და ძალიან მიხარია. ეს ეხება არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, არამედ ზოგადად, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის წინ წაწევას და დაცვის გაძლიერებას“, – აღნიშნა ნიდერლანდების ელჩმა.