ნიდერლანდების არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს პარტია იმარჯვებს
ნიდერლანდების არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს პარტია იმარჯვებს

ნიდერლანდებში გამართულ არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს პარტია იმარჯვებს. ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, რუტე მთავრობის მეთაურის პოსტს შეინარჩუნებს.

ადგილობირვი მედიის ცნობით, ლიბერალური სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამომრჩეველთა ხმების 24 პროცენტს აგროვებს. შედეგად, რუტეს პოლიტიკურ ძალას პარლამენტში 36 მანდატი ექნება. თუ შედეგები დადასტურდება, მარკ რუტე 2012 წელის შემდეგ მეოთხედ დაიკავებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტს.

წელს ნიდერლანდებში არჩევნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩატარდა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. სიციალური დისტანციის დასაცავად, საარჩევნო უბნები ეკლესიებში, თეატრებსა და სასაფლაოებზეც კი გახსენს. გარდა ამისა, რისკ ჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ, კენჭისყრამდე ორი დღით ადრეც მიეცათ ხმა, ხოლო 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს არჩევნის დაფიქსირება ფოსტით შეეძლოთ.