ნიდერლანდების არჩევნებში გამარჯვებული ხეერტ ვილდერსი აცხადებს, რომ მზადაა სხვა პარტიებთან კომპრომისისთვის, რათა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს
ნიდერლანდების არჩევნებში გამარჯვებული ხეერტ ვილდერსი აცხადებს, რომ მზადაა სხვა პარტიებთან კომპრომისისთვის, რათა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს

ნიდერლანდების არჩევნებში გამარჯვებული ხეერტ ვილდერსი აცხადებს, რომ მზადაა კომპრომისისთვის, რათა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს.

ანტიისლამური და მიგრანტების მოწინააღმდეგე ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ ნიდერლანებში გასულ კვირას გამართული არჩევნების შედეგად ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ვილდერსს სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ესაჭიროება.

სოციალური ქსელით გავრცელებულ ჩანაწერში ხეერტ ვილდერსი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სხვა პარტიები „თავისუფლების პარტიასთან“ თანამშორმლობის სურვილს არ იჩენენ. ამასთან, ის პირობას დებს, რომ გააგრძელებს პოზიციების შერბილებას, რათა კომპრომისი შედგეს.

„დღეს, ხვალ და შემდეგ დღეებშიც „თავისუფლების პარტია“ იქნება ნიდერლანდების მთავრობაში და მე ვიქნები ამ ლამაზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, – წერს სოციალურ ქსელში ხეერტ ვილდერსი.

ცნობისთვის, 24 ნოემბერს ნიდერლანდების „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, მარკ რუტემ, რომელიც ამჟამად ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობას ასრულებს, უარი თქვა „თავისუფლების პარტიასთან“ ალიანსზე. თუმცა ამავე პარტიის ახალმა ლიდერმა, დილან იეშილგიოზ-ზეგერიუსმა არ გამორიცხა, რომ ხეერტ ვილდერის მთავრობას გარკვეულ მხარდაჭერას შესთავაზებს.

სამთავრობო კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ნიდერლანდებში, როგორც წესი, რამდენიმე თვე გრძელდება.