ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემუშავებას აპირებს
ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემუშავებას აპირებს

ნიდერლანდებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემუშავებას გეგმავენ.  განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა გააკეთა, ინფორმაციას De Telegraaf – ი ავრცელებს. ახალი სანქციების დაწესების მიზეზია კიბერთავდასხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდების ძალისხმევა უშედეგო იქნება, კიბერთავდასხმაში ეჭვმიტანილებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც აუკრძალავენ მოგზაურობას. სანქციების პაკეტს მხარი ევროკავშირის 28 წევრმა სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი.

შეგახსენებთ, ოთხ ოქტომბერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთის  ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც მალაიზიური ბოინგის გამოძიების საქმის დეტალებზე წვდომას ცდილობდნენ.