ნიცის მერი – ვანდალების მშობლებმა უნდა გადაიხადონ სკოლებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის ხარჯები, ძალადობის უკან მდგომი ულტრამემარცხენე იდეოლოგები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ

19:50, 01.10.2026

შეიძლება, უკეთესი სასწავლო პირობები გსურდეს, მაგრამ ამისთვის საკუთარი სკოლის დაწვა საჭირო არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის ქალაქ ნიცის მერი წერს.

ერიკ სიოტის ინფორმაციით, ოტ-დე-ფრანსის დეპარტამენტში მოსწავლეთა აქციების გამო 18 საშუალო სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხდა, არიან დაშავებულებიც.

„აქაც, ნიცაში, ძალადობამ იჩინა თავი. ოტ-დე-ფრანსის დეპარტამენტში 18 საშუალო სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხდა, ისროდნენ ფოიერვერკებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს, გაჩნდა ხანძრები. დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის შვიდი პოლიციელი. შეიძლება, ადამიანს უკეთესი სასწავლო პირობები სურდეს, მაგრამ ამისთვის საკუთარი სკოლის დაწვა საჭირო არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სამართალდამცველებს და იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გაკვეთილებზე დასწრება სურთ“, – წერს ნიცის მერი.

მისი თქმით, „ვანდალების მშობლებმა უნდა გადაიხადონ სკოლებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის ხარჯები“.

„თუ ისინი სოციალური დახმარებით ან სახელმწიფო საცხოვრებლით სარგებლობენ, მათ ეს შეღავათები უნდა შეუწყდეთ და საცხოვრებელი ჩამოერთვათ. გადასახადის გადამხდელებს ამის გადახდა არ ევალებათ. ძალადობის უკან მდგომი ულტრამემარცხენე იდეოლოგები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“, – დაწერა ერიკ სიოტმა.

მსგავსი