ნიცაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა
ნიცაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFM ავრცელებს.

დაკავებული ეჭვმიტანილია თავდამსხმელთან კავშირში. გამოძიების ცნობით, მას თავდამსხმელთან კონტაქტი ჰქონდა ტერაქტამდე ერთი დღით ადრე.

29 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ის წარმოშობით ტუნისელია, რომელიც ევროპაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა და საფრანგეთში იტალიიდან გადავიდა.