NHL-ში ახალი შაიბები ფერს შეიცვლიან
NHL-ში ახალი შაიბები ფერს შეიცვლიან

ჰოკეის ეროვნული ლიგა ტექნიკურად გაუმჯობესებული შაიბების გამოშვებას აპირებს, რაც მსაჯებსა და მოთამაშეებს სათამაშო პროცესს გაუადვილებს.

ახალი შაიბები თერმოქრომული მასალით დაიფარება და დამზადდება წინასწარ გაყინული რეზინით, რაც საშუალებას მისცემს უკეთ ისრიალოს ყინულზე. როცა ჩვეულებრივი შაიბა თამაშის დროს თბება, ის ზედმეტად დახტის ყინულზე და ხელს უშლის ჰოკეისტებს თამაშში.

ახლა, „ცივი“ შაიბები იასამნისფერი იქნება და მატჩის მსვლელობისას, ტემპერატურის მატებასთან ერთად, თეთრ ფერში გადავა. ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ შაიბა მწყობრიდან გამოდის და მისი შეცვლაა საჭირო.

შესაბამისად, ახალი შაიბები ერთჯერადი გამოყენების იქნება, აქედან გამომდინარე, გულშემატკივრებისთვის უფრო მეტი სუვენირი გაჩნდება.