NHL-მა დღის საუკეთესოები დაასახელა
NHL-მა დღის საუკეთესოები დაასახელა

NHL-მა თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი სან-ხოსეს თავდამსხმელი ტომაშ ხერპლი გახდა, რომელმაც ვაშინგტონთან მატჩში (7:6 OT) 4 (3+1) ქულა დააგროვა.

მეორე ვაშინგტონის ფორვარდი ალექსანდრ ოვეჩკინია. სან-ხოსესთან მატჩში მასაც 4 (3+1) ქულა ჰქონდა. მესამე ვარსკვლავის სტატუსი იმავე მატჩში მონაწილეს ერგო – სან-ხოსეს თავდამსხმელი ევანდერ კეინის ანგარიშზე დუბლი იყო..