ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) კვირის მოთამაშეები დაასახელა
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) კვირის მოთამაშეები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავი „ვინიპეგის“ ცენტრალური თავდამსხმელი ჯეკ როსლოვიჩი გახდა. მან ოთხ მატჩში ექვსი ქულა (5+1) დააგროვა და გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ფორვარდმა საუკეთესო მატჩი „ანაჰაიმის“ წინააღმდეგ (9:3) ჩაატარა, როცა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

კვირის მეორე ვარსკვლავი „ფილადელფიას“ მეკარე კარტერ ჰარტია. მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ჰარტი საშუალოდ მატჩში 2.27 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 93.1 პროცენტს იგერიებდა. 20 წლის მეკარემ საუკეთესო თამაში „ედმონტონის“ წინააღმდეგ (5:4) აჩვენა, როცა 40 დარტყმის მოგერიება შეძლო.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი „ნიუ იორკ რეინჯერსის“ ფორვარდმა მიკა ზიბანეჯადმა მიიღო. მის ანგარიშზე სამ მატჩში ექვსი ქულა (3+3) მოდის. 25 წლის შვედმა „ნიუ ჯერსის“ წინააღმდეგ (4:3) კარიერაში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა.