NHL გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს - ოლიმპიადა მათი მოთამაშეების გარეშე ჩაივლის
NHL გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს - ოლიმპიადა მათი მოთამაშეების გარეშე ჩაივლის

NHL ოლიმპიადაზე მონაწილეობის შესახებ თავის გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ჰოკეის ნაციონალური ლიგის კომისარმა, გერი ბეტმენმა განაცხადა, რომ ლიგა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. სამხრეთ კორეაში, ოლიმპიადაზე გამართულ ჰოკეის ტურნირზე, NHL-მა ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, თავისი მოთამაშეები არ გაუშვა.

„ოლიმპიადაზე ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვცვლით. თამაშები გვინგრევს სეზონს და ჩვენ გვაქვს ბევრი მიზეზი, რათა ამ ტურნირში მონაწილეობა არ მივიღოთ – მოჰყავს „რია ნოვოსტს“ ბეტმენის სიტყვები – ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება, ოლიმპიადისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს.“