ნ'გოლო კანტე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელია
ნ'გოლო კანტე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელია

2017 წელს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე გახდა.

გამოკითხვაში, რომელიც ჟურნალმა France Football-მა ჩაატარა, კანტემ 90 ქულა აიღო, – წერს გამოცემის “ტვიტერის” ოფიციალური გვერდი.

კანტემ ხუთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ კილიან მბაპემ (“პარი სენ-ჟერმენი”), მესამე იყო “რეალის” ფორვარდი ქარიმ ბენზემა – 52 ქულა.

ამ სეზონში “ჩელსის” ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.