„ჩელსის“ ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ ტრავმა მიიღო პრემირლიგის მეორე ტურის მატჩში „ტოტენჰემის“ (2:2) წინააღმდეგ.
გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს მუხლის მყესი აქვს დაზიანებული.
„ჩელსის“ პრესსამსახურს ჯერ არ გამოუცხადებია ფეხბურთელის აღდგენის ვადები, მაგრამ ელოდებიან, რომ კანტე აღნიშნული დაზიანების გამო მინიმუმ ოთხ კვირას გამოტოვებს.